დემო ვერსია

SMART Connector Binotel‑ისთვის: Microsoft Dynamics 365‑ის ინტეგრაცია Binotel‑ის ვირტუალურ ტელეფონთან

binotel

გაყიდვებთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტურად მართვის მიზნით, კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ CRM-ს ვირტუალურ ტელეფონთან ერთად. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს ზარები პირდაპირ სისტემაში არსებული შესაძლებლობების ბარათიდან, ჩაიწეროს საუბარი გაკეთდეს დეტალური სტატისტიკა ზარებზე. ის მოიცავს საუბრის დაწყების და დასრულების დროს, ზარების რაოდენობას და მათ ხანგრძლივობას, ყველა შემომავალ, გამავალ, ახალ, უნიკალურ და გამოტოვებულ ზარს.

როგორ ხორციელდება ასეთი სიმბიოზი ტექნიკური თვალსაზრისით? ჩვენი კლიენტების მაგალითის გამოყენებით,  ვხედავთ, რომ მათ უმეტესობას უჭირს ვირტუალურ ტელეფონსა და CRM-ს შორის მონაცემების სწორად დაკავშირება და გაგზავნა. ამ პრობლემის გადასაჭრელად SMART business-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს კონექტორი, რომელიც აადვილებს სისტემის ინტეგრაციის განხორციელებას და ყველა საჭირო პროცესის კონფიგურაციას.

SMART Connector Binotel-თვის არის მზა გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელს ხდის Dynamics 365-ისა და ვირტუალური ტელეფონის დაკავშირებას და კონფიგურაციას მხოლოდ 10 წუთში. ჩვენი ინტეგრაცია საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ზარების მიღების პროცესის ავტომატიზაცია და ჩაწეროთ კლიენტებთან ურთიერთობის ისტორია CRM-ში, ინდუსტრიისა და კომპანიის თანამშრომლების რაოდენობის მიუხედავად.


რა სატელეფონო შესაძლებლობებს გვაძლევს Dynamics 365‑თან ინტეგრაცია?

  • მომხმარებლის ავტომატური იდენტიფიკაცია სხვადასხვა სცენარის განხორციელების გათვალისწინებით
    • მაგალითად:
    • – ამ ტელეფონის ნომრით მომხმარებელი ვერ მოიძებნა;
    • – ამ ტელეფონის ნომრით ნაპოვნია ერთზე მეტი მომხმარებელი;
    • – მომხმარებელი სრულად იდენტიფიცირებულია.
  • საკონტაქტო ბარათის სწრაფი შექმნა შემომავალი ზარის დროს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი პირველად რეკავს.
  • იდენტიფიცირებული მომხმარებლის შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა პირდაპირ სატელეფონო ბარათში.
  • სხვა ოპერატორზე smart გადამისამართების გამოყენება.
  • ყველა გამოტოვებული ზარის ჩაწერა და დამუშავება.
  • ოპერატორის შეტყობინება ზარის შესახებ მაშინაც კი, როდესაც ბრაუზერი მინიმუმამდეა დაყვანილი.
  •  ზარის შედეგების შეგროვება და ანალიზი.
  • ”Parent”  ბარათის დამოუკიდებელი იდენტიფიკაცია და კონფიგურაცია ერთი დაწკაპუნებით ზარის განსახორციელებლად.
  • კლიენტის საუბრის მთელი ისტორიის მოსმენა Timeline-ში.
  • ზარის გადახვევა პირდაპირ Dynamics 365 ინტერფეისში დაბრუნება შემომავალი და გამავალი ზარების ავტომატური ჩაწერის გამოყენებით.

SMART Connector უპირატესობები Binotel-ისთვის:


როგორ უკავშირდება Binotel Dynamics 365-ს?

Binotel-ის Microsoft Dynamics 365-თან დასაკავშირებლად პროგრამისტების ჩართვა საჭირო აღარაა– კონექტორის დაყენებას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.


რა ღირს SMART Connector დაკავშირება და გამოყენება Binotel-ისთვის?

ყოველთვიური გადასახადი ერთ Dynamics 365 გარემო გამოყენებისთვის, ოპერატორების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე, $150 შეადგენს.

ყოველთვიური Azure გამოთვლითი რესურსების ღირებულება ინტეგრაციის კომპონენტების ჰოსტინგისთვის (მინიმუმ 1500-მდე ზარის დასამუშავებლად დღეში) $88-ია.

გაიგე მეტი SMART business-ის ექსპერტებისგანგამოგვიგზავნეთ მოთხოვნა კონსულტაციაზე.

mail