AI Copilot Microsoft Power Platform გადაწყვეტილებებში
2023 წლის მარტში, Microsoft Corporation-მა ახალი თაობის AI Copilot დააანონსა Power Platform – Power Apps, Power Automate და Power Virtual Agents გადაწყვეტილებებისთვის. Copilot მიზნად ისახავს რევოლუცია მოახდინოს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში და განაგრძოს გამარტივების ტენდენცია, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ინოვაციური გადაწყვეტილებები ბუნებრივი ენის გამოყენებით.
Microsoft Power Platform 2021 წლიდან აძლიერებს დეველოპერებს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მათ საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს. Power Apps ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, რომელმაც GPT კომერციულად გამოიყენა. Express Design-ის ფუნქციონალმა Power Apps-ში დეველოპერებს საშუალება მისცა მათი ესკიზები, სურათები და Figma დოკუმენტები ავტომატურად ექციათ აპლიკაციის მომხმარებლის ინტერფეისებად (UI). ხელოვნური ინტელექტისა და low-code-ის კომბინაცია გადაწყვეტილებების შექმნის მიმართულებით ნამდვილ რევულუციას ახდენს.
თუ გსურთ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, უბრალოდ აღწერეთ იგი ბუნებრივი ენით, Copilot- კი მას ინტუიციური და ინტელექტუალური low-code-ის ინსტრუმენტების გამოყენებით დააგენერირებს. Copilot დეველოპმენტს არამარტო პროფესიონალი, არამედ დამწყები დეველოპერებისთვისაც აჩქარებს და ამარტივებს.

Power Apps
Power Apps 2021 წლიდან პირველმა დაიწყო AI-ზე მომუშავე აპლიკაციების კონგიგურაცია. GPT-ზე დაფუძნებული ფუნქციონალი განკუთვნილია Power Fx-ის გენერირებისთვის ბუნებრივი ენის საფუძველზე. დეველოპერებს ახლა ბიზნეს აპლიკაციების შექმნა Copilot-ის ინტუიციური ბუნებრივი ენის გამოყენებით პირდაპირ Power Apps-ში შეუძლიათ. აღწერეთ სასურველი აპლიკაცია Power Apps კი მყისიერად დააგენერირებს მას მონაცემთა ბაზისა და ბექენდ ნაწილის ლოგიკით.
აქ მოცემულია ბუნერვივი ენის მოთხოვნის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ:
- “შექმენით პროგრამა სამუშაო დროისა და ხარჯების აღრიცხვისთვის, რათა თანამშრომლებმა შეძლონ გაწეული სამუშაოს დაანგარიშება.”
- “შექმენით აპლიკაცია, რომელიც შექმნის ინვოისებს კლიენტისვის და უზრუნველყოფს მათი დადასტურების ავტომატიზაციას.”
- “შექმენით თანამშრომლის ონბორდინგის აპლიკაცია, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას ახალი თანამშრომლების შესახებ და უზრუნველყოფს ტრენინგის კონტენტისა და მოდულების გაზიარების საშუალებას.”
ამის შემდეგ, მოკლე ტექსტური მიმოწერა Copilot-თან დაგეხმარებათ, შეიტანოთ საჭირო კორექტირება თქვენს დიზაინში. გჭირდებათ სვეტების დამატება თქვენს მონაცემთა ცხრილებში? რა პრობლემაა! – Power Apps Copilot შემოგთავაზებთ ვარიანტებს და დაგეხმარებათ მათი ნიმუშის მონაცემებით არჩევაში. არ იცით რა მოიმოქმედოთ? Copilot მოგაწვდით პროაქტიულ რეკომენდაციებს, თქვენი გადაწყვეტილების გაუმჯობესების შესახებ.
Power Apps-ში Copilot აადვილებს მონაცემთა მართვას ყველა აპში. უბრალოდ აღწერეთ თქვენი რეპორტის მიზანი და მისთვის ავტომატურად შეიქმნება მონაცემთა ცხრილი. Copilot-ის საშუალებით, დეველოპერებს, ბუნებრივი ენის გამოყენებით შეუძლიათ დახვეწონ აპლიკაცია საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, დაზოგონ მეტი დრო, ყურადღება კი დამატებითი კომპონენტებისა და ინტეგრაციების შექმნაზე გაამახვილონ.
Power Apps-ის კოპილოტის მართვის ფუნქცია საშუალებას აძლევს დეველოპერებს მიიღონ ინტელექტუალური მოთხოვნები მათ დიზაინში არსებული მონაცემების შესახებ ჩატის გამოყენებით. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ბუნებრივი ენა, რათა შექმნან მოთხოვნები და დახვეწონ ანალიტიკა AI ასისტენტით, რომელიც უშუალოდ გადაწყვეტილებაშია ჩაშენებული.
Power Apps ასევე გთავაზობთ ინტეგრაციას Power Virtual Agents გადაწყვეტილებით, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად დაამატონ AI-ზე დაფუძნებული ბოტი საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას. უბრალოდ ჩართეთ მართვის პანელი, შეიყვანეთ ბოტის სქემის სახელი Power Virtual Agents და თქვენი ბოტი მზადაა მომხმარებლების საფორთისთვის. გაიგეთ მეტი Copilot-ის შესახებ Power Apps-ში.
Power Automate
Power Automate’s Copilot ციფრულად უზრუნველყოფს რუტინულ ბიზნეს პროცესებს და ზრდის მათ ეფექტურობას თქვენი მონაცემთა ნაკადების შექმნის ავტომატიზაციით, რაც სირთულის მიუხედავად, სულ რამდენიმე წამში ხორციელდება ბუნებრივი ენის გამოყენებით. ფუნქციონალი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეიყვანონ მარტივი აღწერა და მიიღონ შესაბამისი მონაცემთა ნაკადი.
Microsoft Power Platform-ის პროგნოზით, Copilot-ით Power Automate-ში კომპანიებს შეეძლებათ მნიშვნელოვნად შეამცირონ დრო ბაზარზე. 2022 წლის ოქტომბერში გაშვებულ ვერსიაზე დაყრდნობით, კორპორაციის ექსპერტები უკვე აღნიშნავენ დახარჯული დროის 50%-ით შემცირებას მომხმარებლებში Copilot ფუნქციის გამოყენებისას.
გადაწყვეტილება იქნება ახალი სიტყვა კოდის აბსტრაქციის ევოლუციაში: პერსონალიზირებული კოდიდან low-code-ზე გადასვლა და ტექსტების ბუნებრივ ენაზე დაწერა. ეს საშუალებას მისცემს ადამიანს და ტექნიკას ერთად იმუშაონ და შექმნან ტრანსფორმაციული ავტომატიზაცია მათთვის გასაგებ ბუნებრივ ენაზე. Power Automate-ში Copilot საშუალებას მოგცემთ გააზიაროთ შეკითხვები და მიიღოთ დახმარება გაუმჯობესებებისა და ცვლილებების შესახებ. თქვენ არ გჭირდებათ სპეციალიზებული ცოდნა – ბუნებრივი ენის გამოყენებით, შეგიძლიათ შექმნათ და გააუმჯობესოთ ყველაფერი: მარტივი მონაცემთა ნაკადიდან რთულამდე, საწარმოს სიდიდის მიუხედავად. გაიგეთ მეტი Copilot-ის შესახებ Power Automate-ში.
Power Virtual Agents
დეველოპერებს Copilot-ის გამოყენებით შეუძლიათ სწრაფად შექმნან და შეცვალონ ბოტები Power Virtual Agents-ში და უზრუნველყონს საკომუნიკაციო არხების დაკავშირება სულ რამდენიმე წუთში. ინტელექტუალური ჩატბოტები შექმნილია თემების, პასუხებისა და კონტექსტური ცოდნის ფართო სპექტრთან მუშაობისთვის, ხოლო კოპილოტის გამოყენების გამოცდილება უზრუნველყოფს ბარიერების გაქრობას და განვითარების სიჩქარეს.
ინდუსტრიაში ბოტების შექმნა ტრადიციულად შრომატევადი პროცესია, რომელსაც შეიძლება თვეები ან წლები დასჭირდეს. Power Virtual Agents-ის კომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი (SaaS) სამუშაოს გაუადვილებს არატექნიკურ დეველოპერებსაც კი, რაც ბოტის განვითარების ციკლს კვირებამდე ამცირებს.
Power Virtual Agents-ში Copilot ბოტის მრავალ პრობლემას წყვეტს:
- ისტორიულად, ბოტებს სჭირდებოდათ ტექსტებისა და სკრიპტების ხელით დაწერა მუშაობის დასაწყებად – ახალა ისინი ავტომატურად მანუალური დიალოგის შექმნის გარეშე მუშაობს.
- ბოტების უმეტესობას აქვს მხოლოდ რამდენიმე პერსონალიზირებული თემა, სხვა კითხვის დასმის შემთხვევაში უბრალოდ უკავშირდება ოპერატორებს. ახლა მათ შეუძლიათ გამოიყენონ არსებული მონაცემთა ბაზა მთლიანად, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს თემის გაშუქებას და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას, ასევე ამცირებს წარუმატებელი მხარდაჭერის რიცხვს.
- ბოტების შინაარსი მოითხოვდა მუდმივ განახლებასა და სინქრონიზაციას კომპანიის ვებგვერდთან და სხვა ცოდნის ბაზებთან ინფორმაციის ცვლილების გამო, ახლა ბოტის ცალკე ცოდნის ბაზის უზრუნველყოფა აღარ არის საჭირო.
ასევე განახლებებს შორის არსებობს გენერაციულ AI-ზე დაფუძნებული ფუნქციონალი, რომელიც ჩატბოტის განვითარების ტრადიციულ მოდელს გარდაქმნის. პირველი, ახალი საუბრის გამაძლიერებლები საშუალებას აძლევს ბოტებს მოძებნონ ინფორმაცია მითითებულ URL-ზე. დაუკავშირეთ თქვენი ბოტი მონაცემთა შესაბამის და სასარგებლო წყაროებს, როგორიცაა შიდა და გარე კომპანიის ვებსაიტები, და დაუყოვნებლივ დაიწყეთ ამ მონაცემების გამოყენება შეკითხვებზე პასუხების ფორმირებისთვის. მეორეც, ბოტი მუდამ მზად არის უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის საჭირო მხარდაჭერა და, შესაბამისად, არ საჭიროებს საკომუნიკაციო სკრიპტების ხელით შექმნას და დეველოპმენტის დამატებით ციკლებს. თქვენ შეგიძლიათ სწრაფად ააწყოთ ბოტები მომხმარებელთა განმეორებადი მოთხოვნებისა და შიდა ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა HR, IT, ოპერაციები და სხვა. დეველოპერებს ექნებათ მეტი დრო, კონცენტრაცია მოახდინონ მოახდინონ რთული დიალოგური ჯაჭვების შექმნაზე, რეზოლუციის სიჩქარის გაზრდასა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაზე. გაიგეთ მეტი Copilot შესაძლებლობების შესახებ Power Virtual Agents-ში.
AI Builder
ოთხი წლის წინ Microsoft-მა, Microsoft Power Platform-ში პირველი AI ფუნქცია AI Builder დააანონსა, ხოლო 2021 წელს Power Apps Ideas გახდა ცნობილი, როგორც გენერაციული AI-ის პირველი იმპლემენტაცია კომერციულად ხელმისაწვდომ პროდუქტში. AI Builder-მა გაამარტივა წვდომა AI-ის რთულ მოდელებზე Power Apps-სა და Power Automate-ში მოდელებს კატეგორიის კლასიფიკაციისთვის, ობიექტების ამოცნობისთვის, პროგნოზირების, განწყობის ანალიზისთვის და სხვა.
AI Builder-ის ახალი ფუნქციონალი ითვალისწინებს ტექსტის გენერირების ინტელექტუალური ფუნქციების გააქტიურებას Power Automate და Power Apps გადაწყვეტილებებისთვის მაუსის სულ რამდენიმე დაწკაპუნებით. ეს შესაძლებელი გახდა ახალი Azure OpenAI სერვისის მოდელის გამოყენებით.

დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ მზა შაბლონები მოდელთან სამუშაოდ და შექმნან სწორი ინსტრუმენტები საკუთარი სამუშაო პროცესისთვის, რაც შეამცირებს იმპლემენტაციის დროს როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი დეველოპერებისთვის.
- თანამშრომელს შეუძლია გამოიყენოს მოდელი ყოველკვირეული ანგარიშებიდან მონაცემების შესაჯამებლად და მათი ელექტრონული ფოსტით გაგზავნისთვის Power Automate-ის გამოყენებით, რაც ეხმარება მათ აწარმოონ ზუსტი ანალიტიკური ანგარიში და სწრაფად ამოიცნონ ტენდენციები.
- მარკეტერს შეუძლია შექმნას თემატური კონტენტი კონკრეტული საკვანძო სიტყვების ან თემების მითითებით და გამოიყენოს გენერირებული ტექსტი ელ. ფოსტისთვის ან სოციალური მედიის პოსტებისთვის – ეს ყველაფერი ერთი მარკეტინგული პროგრამული აპლიკაციის ფარგლებში.
- მომხმარებელთა მომსახურების სპცეილისტს შეუძლია შექმნას ნაკადი Power Automate-ში, მომხმარებელთა მოთხოვნების სისტემატიზაციისა და კატეგორიზაციისთვის, რათა სწრაფი რეაგირება მოახდინოს საჩივრებსა და გამოხმაურებაზე.
Unlimited AI Builder ფასდაუდებელი ინსტრუმენტი და Microsoft Power Platform-ის ძირითადი კომპონენტია. ის ეხმარება ყველას – განურჩევლად მათი გამოცდილებისა და ცოდნის დონისა ხელოვნური ინტელექტის სფეროში – სწრაფად და მარტივად გამოიყენოს შემდეგი თაობის AI სხვადასხვა ამოცანების გადასაჭრელად. გაიგეთ მეტი AI Builder-ის შესაძლებლობების შესახებ.
ხელოვნური ინტელექტი Microsoft-ში
ჩვენ შევდივართ უპრეცედენტო ეპოქაში, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის ბევრ ასპექტს ცვლის. ის გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ მეტი ნაკლები ძალისხმევით. მაიკროსოფტი პლანეტის ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შექმნას პროგრამული უზრუნველყოფა და გარდაქმნას სამყარო ჩვენთვის გასაგებ ენაზე.
Low-code-ის ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ნებისმიერს, განურჩევლად მათი ტექნიკური შესაძლებლობებისა, შექმნას საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა. ჩაშენებული გენერაციული AI მნიშვნელოვნად ზრდის განვითარების ხელმისაწვდომობას, რადგან ყველას შეუძლია თავისი იდეების გაცოცხლება Copilot-თან ერთად. IT დეპარტამენტებს ასევე შეუძლიათ წარმართონ ტრანსფორმაცია და საშუალება მისცენ ბიზნესს სწრაფად განახორციელონ ინოვაციები მასშტაბური ჩაშენებული ადმინისტრაციისა და მართვის ინსტრუმენტებით.
Microsoft მოწოდებულია შექმნას არსებითად პასუხისმგებელი AI, ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ნდობისა და უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ძირითადი პრინციპებით.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია პროდუქტების შესახებ, ან გაქვთ სხვა შეკითხვები თქვენი ბიზნესის რომელიმე ნაწილის ავტომატიზაციის შესახებ, მოგვწერეთ: sales@smart-it.com.