რით განსხვავდება Power Platform-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ტრადიციული, მზა CRM სისტემებისგან?
Power Platform არის უნივერსალური low-code/no-code ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ბიზნეს აპლიკაციები, რომლებიც მორგებულია თქვენი კომპანიის მოთხოვნებზე. მზა CRM-ებისგან განსხვავებით, თქვენ მიიღებთ გარემოს, სადაც შეძლებთ შექმნათ ზუსტად ის, რაც გჭირდებათ - საქმის მართვიდან დაწყებული, მომხმარებელთა სრული ჩართულობის სისტემით დამთავრებული - მოქნილად, მასშტაბურად და თქვენი ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.
რატომ უნდა აირჩიოთ Power Platform
მიეცით თქვენს ორგანიზაციაში ყველას საშუალება, შეიმუშაონ გადაწყვეტილებები low-code ინსტრუმენტების გამოყენებით
АІ-ინსტრუმენტები
დააჩქარეთ აპლიკაციების შემუშავება, უზრუნველყავით პროცესების ავტომატიზაცია, მონაცემების ვიზუალიზაცია და შეამცირეთ ხელით შესასრულებელი სამუშაო — ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
საწარმოს დონის გადაწყვეტილებები
გაზარდეთ პროდუქტიულობა და თანამშრომლობა მასშტაბირებადი გადაწყვეტილებების შექმნით მინიმალური დეველოპმენტით.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტები
გააუმჯობესეთ თანამშრომლებისა და მომხმარებლების გამოცდილება, ამავდროულად ოპტიმიზაცია გაუკეთეთ შიდა პროცესებს სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
უსაფრთხოება და მენეჯმენტი
მარტივი ინსტრუმენტები თქვენი low-code- გადაწყვეტილებების კონტროლის, მონიტორინგისა და უსაფრთხოებისთვის - საწარმოს დონეზე.
კონექტორები
გააერთიანებთ მონაცემებს 1000-ზე მეტი სერვისიდან ერთიანი გადაწყვეტილებების შესაქმნელად რთული ინტეგრაციების გარეშე.
Microsoft Cloud Ecosystem
დაუკავშირდით Microsoft Fabric-ს, Azure-ს, Microsoft 365-ს და Dynamics 365-ს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების მისაღებად.
წარმატების ისტორიები
ჩვენ ვქმნით გრძელვადიან პარტნიორობას და არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვას
AI-ENHANCED
თქვენთვის კონფიგურირებული. Power Platform-ის ბაზაზე. უფრო ჭკვიანია ხელოვნური ინტელექტით
„ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის მქონე პლატფორმა დაგეხმარებათ არა მხოლოდ მუშაობაში, არამედ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შექმნაში. ხელოვნური ინტელექტი გასაფორთებთ ყველა ეტაპზე: საწყისი კონფიგურაციიდან ზრდამდე და მასშტაბირებამდე.“

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
კიდევ გაქვთ კითხვები?
რით განსხვავდება Power Platform-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილება სტანდარტული მზა CRM სისტემებისგან?
ტრადიციული CRM სისტემები გამოირჩევა ფიქსირებული ლოგიკით და შეზღუდული პერსონალიზაციის შესაძლებლობით. Power Platform არის უნივერსალური low-code-/no-code ინსტრუმენტი, რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულ გარემოს თქვენი ბიზნესისთვის პერსონალიზებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად.
შეგიძლიათ ფუქნციონალი თქვენს პროცესებს მოარგოთ, გააფართოვოთ სისტემა დეველოპერების ჩარევის გარეშე და უზრუნველყოთ მასშტაბირება თქვენი კომპანიის ზრდასთან ერთად.
ეს არ არის CRM, რომელიც ყველას აქვს - ეს არის თქვენი საკუთარი პლატფორმა მომხმარებლის გამოცდილების სამართავად.
შესაძლებელია Power Platform-ის ინტეგრაცია ჩემს არსებულ სისტემებთან (ERP, ვებსაიტი, ელ. ფოსტა და ა.შ.)?
დიახ. Power Platform მოიცავს 1000-ზე მეტ მზა კონექტორს პოპულარული სისტემებისთვის (Microsoft 365, SAP, Oracle, Dynamics 365, Google და ა.შ.) და ასევე მხარს უჭერს პერსონალიზებული API კონექტორების შექმნას.
ეს ERP სისტემებთან, ვებსაიტებთან, ელფოსტასთან, მონაცემთა ბაზებთან და სხვა პლატფორმებთან ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.
რა ეტაპებს მოიცავს Power Platform-ის გადაწყვეტილების კონფიგურაცია?
ტიპიური ციკლი მოიცავს შემდეგს:
- ბიზნეს საჭიროებების შეფასება
- გადაწყვეტილების არქიტექტურის დიზაინი
- დეველოპმენტი Power Apps-ის, Power Automate-ის, Power BI-ის და/ან Copilot Studio-ს გამოყენებით
- ინტეგრაცია თქვენს სისტემებთან
- ტესტირება და ოპტიმიზაცია
- მომხმარებლის ტრენინგი და გაშვება
- მიმდინარე მხარდაჭერა და გადაწყვეტილების გადატანა
Power Platform-ზე აგებული CRM სმარტფონზეც მუშაობს?
დიახ. Power Apps მხარს უჭერს პლატფორმებს შორის მობილურობას — აპლიკაციები ავტომატურად ერგება სმარტფონებს (iOS / Android).
Power Platform-ზე აგებული CRM სრულად ხელმისაწვდომია სმარტფონიდან Power Apps Mobile-ის მეშვეობით.
შესაძლებელია CRM-ის ფუნქციონალის ეტაპობრივი გაფართოება გაშვების შემდეგ?
დიახ. Power Platform შექმნილია low-code/no-code ბაზაზე, რაც საშუალებას გაძლევთ მოქნილად შეცვალოთ და მასშტაბირება გაუკეთოთ სისტემას რთული კოდის დაწერის გარეშე.
თქვენ შეგიძლიათ — დამოუკიდებლად ან ჩვენი მხარდაჭერით:
- დაამატოთ ახალი ფუნქციები და ავტომატიზაცია
- განაახლოთ ბიზნეს ლოგიკა
- შეცვალოთ ინტერფეისები
- დააინტეგრიროთ ახალი სერვისები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები — თქვენივე ტემპით
უზრუნველყოფთ თუ არა ტრენინგს და გაშვების შემდგომ მხარდაჭერას?
დიახ. ჩვენ არ ვნერგავთ მხოლოდ გადაწყვეტილებას — ჩვენ მხარს ვუჭერთ კლიენტს ყველა ეტაპზე:
- ტრენინგი ძირითადი მომხმარებლებისთვის
- ინსტრუქციებისა და დოკუმენტაციის მომზადება
- კონსულტაციები
- სწრაფი რეაგირება გაშვების შემდგომ მოთხოვნებზე
- მხარდაჭერა გადაწყვეტილების შემდგომი განვითარებისთვის
ასწავლით Power Platform-ის low-code/no-code ინსტრუმენტების გამოყენებას?
დიახ. ჩვენ ვეხმარებით თქვენს გუნდს არა მხოლოდ მზა გადაწყვეტილების გამოყენებაში, არამედ პლატფორმაზე საკუთარი აპლიკაციებისა და ავტომატიზაციის შექმნაშიც კი.
- ჩვენ აგიხსნით Power Apps-ის, Power Automate-ის, Power BI-ის საფუძვლებს.
- გასწავლით, თუ როგორ შექმნათ მარტივი ბიზნეს აპლიკაციები და ავტომატიზირებული პროცესები დეველოპერების გარეშე.
- გაჩვენებთ, თუ როგორ გაზარდოთ ფუნქციონალი ow-code/no-code ლიმიტების ფარგლებში.
- დაგასაფორთე4ბთ პლატფორმის დამოუკიდებელი შემუშავების პროცესში.
შედეგის შეფასება
ჩვენი მიზანია თქვენი ბიზნესის საუკეთესო შედეგი
შეარჩიეთ ინსტრუმენტები თქვენი მომხმარებლების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, სანამ ისინი გამოწვევად გადაიქცევიან