CRM ანგარიშგება: გაყიდვებიდან მომსახურებამდე — KPI-ები, მართვის ძირითადი პრაქტიკები, ანგარიშები და ანალიტიკა ბიზნესისთვის
SOFTICO IT დისტრიბუციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდინელბის მქონე წარმატებული კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ გადაწყვეტილებებს ინფორმაციული უსაფრთხოების, პროგრამული უზრუნველყოფის და ლიცენზირების შესახებ მსოფლიო ლიდერებისგან, CAD გადაწყვეტილებები, IT ინტეგრაცია და ტექნიკური მომსახურება.
SOFTICO ერთ-ერთი ლიდერია უკრაინაში პროგრამული გადაწყვეტილებების უზრუნველყოფის მიმართულებით და აქვს ფართო პარტნიორული ქსელი. უკრაინის მასშტაბით 1500-ზე მეტ პარტნიორთან ერთად, კომპანია უზრუნველყოფს პროდუქციის ფართო სპექტრს, კვალიფიციურ კონსულტაციებს, ტექნიკურ მხარდაჭერას და ეფექტურ ლოჯისტიკას.
იცოდით, რომ ჰამბურგი ევროპაში პირველ ადგილზეა ხიდების რაოდენობით? თუმცა დღეს სულ სხვა, უხალავ ხოდებზე ვისაუბრებთ, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანამედროვე სამყაროში. დამეთანხმებით, რომ ბიზნესის მასშტაბირება ხიდების მშნებლობას ჰგავს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ახალი მარშრუტები სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. SOFTICO-მ უკვე მრავალი ასეთი ხიდი ააშენა თავისი მომხმარებლებისთვის, შესაძლებლობების სპექტრის გასაფართოვებლად. მთავარი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ხიდების საიმედოობასა და გამძლეობას, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ძლიერი და ეფექტური კომუნიკაციაა. ამიტომ, SOFTICO დიდ ძალისხმევას დებს მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებასა და განვითარებაში, აძლიერებს მას ინოვაციური გადაწყვეტილებებით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უახლესი გაუმჯობესებაა IP ტელეფონიის კონექტორის ინტეგრაცია Microsoft Dynamics 365 Sales პლატფორმასთან. ამ მიზნის მისაღწევად, SMART business-ის გუნდმა უზრუნველყო ექსპერტული მხარდაჭერა და დანერგა საკუთარი გადაწყვეტილება — SMART Connector for Binotel. კონექტორი შეიქმნა SMART CRM-ის ფარგლებში — პლატფორმაში, რომელიც Microsoft Power Platform-ზეა აგებული და აერთიანებს გაყიდვების, მარკეტინგისა და მომხმარებელთა მომსახურების სრულ ციკლს. Power Platform უზრუნველყოფს საიმედო ტექნოლოგიურ საფუძველს მოქნილი ინტეგრაციისა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის, რაც SMART-ის გადაწყვეტილებებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად დაუკავშირდნენ სხვადასხვა სისტემებს და მნიშვნელოვნად გააფართოვონ CRM-ის ფუნქციონალი. ამ საფუძველზე, SMART Connector for Binotel ავტომატიზირებს როგორც შემომავალი, ისე გამავალი ზარების პროცესებს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფს ზარების ისტორიის სინქრონიზაციას CRM სისტემასთან. SOFTICO-სთვის ეს გახდა კიდევ ერთი ახლად აშენებული, სტრატეგიული ხიდი, რომელიც კომპანიას, მის მომხმარებლებსა და პარტნიორებს შორის კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს. დღეს სწორედ ამ მნიშვნელოვან განახლებაზე გვსურს უფრო დეტალურად მოგითხროთ.
ათ წელზე მეტია, რაც SOFTICO უზრუნველყოფს IT გადაწყვეტილებების მიწოდებას უკრაინულ და სხვა რეგიონულ ბაზრებზე რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში. კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს 400-ზე მეტ მომწოდებელს, მათ შორის Microsoft, Bitdefender, ESET, Tableau, TeamViewer, Brandefence, BotGuard, IRIS, ABBYY, Adobe, Corel, Dassault Systemes, Holm Security.
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს SOFTICO მოიცავს ყველა იმ სფეროს, სადაც გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები: კიბერუსაფრთხოება, ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, CAD და გრაფიკა, ანალიტიკა, ტექნიკური მხარდაჭერა, ტრენინგი და ზოგადად ყველაფერი, რაც პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციას უკავშირდება. ჩვენს გუნდს შეუძლია შეარჩიოს ოპტიმალური ანაზღაურების გადაწყვეტილება თითოეული მომხმარებლისთვის, რომელიც ავტომატიზირებს ბიზნეს პროცესებს და დაეხმარება სტრატეგიული მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევაში. ეს არის ჩვენი მისია და მიზანი, რომელიც გვამოძრავებს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ პროფესიულ უნარებსა და მომსახურებას, ვავითარებთ SOFTICO-ს ოჯახის ეკოსისტემას, სადაც თითოეული ჩვენი მომხმარებელი და პარტნიორი ერთგული კომპანიონია, რომელთან ერთადაც ვაქცევთ სამყაროს უფრო კომფორტულს, პროგრესულს და უკეთესს.
SOFTICO-ს მაღალი ხარისხის მომხმარებელთა მომსახურება ეფუძნება კარგად ორგანიზებულ საკომუნიკაციო პროცესებს, სადაც უმცირესი დეტალიც კი გათვალისწინებულია. სწორედ მათთვის SMART business-ის გუნდმა კომპანიას შესთავაზა SMART Connector for Binotel გადაწყვეტილება მექანიზმის იდეალურად მუშაობის უზრუნველყოფისთვის.
SOFTICO არის კომპანიების ჯგუფი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა სფეროში. SMART Connector for Binotel ინტეგრაცია ძირითადად ორიენტირებული იყო საბოლოო მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მომუშავე განყოფილებაზე. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ თითოეულ მენეჯერს ენიჭება ცალკე მომხმარებელი ან პარტნიორი. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საჭირო გამოსავლის პოვნაში. კონექტორს უნდა უზრუნველეყო ზარების მოქნილი განაწილება სპეციალისტებს შორის ისე, რომ მათ არ გადაეფარათ ერთმანეთი. ამიტომ კომპანიამ დიდი ყურადღება დაუთმო მარშრუტიზაციის შესაძლებლობებს.
SMART Connector for Binotel ბევრი უპირატესობა აქვს სხვა კონკურენტულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. კონექტორი უზრუნველყოფს Binotel-ის გადამისამართების სრული ფუნქციონალის გამოყენების შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს ზარის სწრაფად და მარტივად გადამისამართებას. მაგალითად, გაგზავნეთ ზარები იმის მიხედვით, თუ რომელი მენეჯერი ინიშნება კონკრეტულ მომხმარებელსა ან პარტნიორზე.
SOFTICO-ს გუნდი ყოველთვის მუშაობს შედეგებისთვის და ცდილობს მოაგვაროს მომხმარებლებისა და პარტნიორების პრობლემები ერთი ზარის ფარგლებში, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს იმ ადამიანების ლოდინის დრო, ვინც მათ ენდობა. ყოველივე ამის შემდეგ, დრო არის არსებითი, როდესაც საქმე ეხება მომხმარებელთა ხარისხიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას. კომპანიას ჰყავს ინჟინრების განყოფილება, რომლებსაც აქვთ პროდუქციის უფრო ღრმა ტექნიკური ცოდნა. SMART Connector for Binotel-ისთვის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გადაამისამართონ ზარები სხვა სპეციალისტებთან საუბრის დროს. ასევე მოსახერხებელია, რომ ასეთი გადართვის მთელი ისტორია და თითოეული ზარის ფაზის ხანგრძლივობა ინახება კომპანიის CRM სისტემაში.
ეს მიდგომა შესაძლებელს ხდის გაზარდოს მომსახურების ეფექტურობა, ვინაიდან პარტნიორები და მომხმარებლები გარანტირებულად ხვდებიან იმ მენეჯერებთან, რომლებიც ყველაზე მცოდნე და კომპეტენტურნი არიან თავიანთ საკითხებში. უმცირეს დეტალებამდე გააზრებული მარშრუტი ზრდის აბონენტთა კმაყოფილების დონეს და მნიშვნელოვნად ამცირებს საშუალო დამუშავების დროის ინდიკატორს. ამიტომ, ახალი გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს განვითარებულ ბიზნეს პროცესებს და გააძლიეროს ისინი.

SOFTICO ბაზარზე ოპერირების პირველივე დღიდან უზრუნველყოფდა მიმდინარე გლობალური ტენდენციებით განსაზღვრული ხარისხის მაღალი სტანდარტებს. კომპანია საკუთარი მაგალითით დემონსტრირებს, რომ თანამედროვე ბიზნესს ცვლილებების არ უნდა ეშინოდეს, ხოლო ინოვაციების დანერგვა სკალირების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, SOFTICO-მ CRM სისტემის ვერსია, რომლითაც მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა, Dynamics 365 Sales კომპლექსური გადაწყვეტილებით ჩაანაცვლა, რომელიც უფრო მეტადაა ორიენტირებული საერთაშორისო სტანდარტებზე. ეს პლატფორმა იტეგრირებულია Microsoft-ის მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებას ბაზარზე, რომელიც აერთიანებს მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის, გაყიდვების მუშაობისა და მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. Dynamics 365 Sales-ით კომპანიებს შეუძლიათ უფრო ეფექტურად მართონ კომუნიკაცია მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, აწარმოონ სერვისის პროცესების მონიტორინგიდა სტრატეგიული პროგნოზები, ასევე უზრუნველყონ რუტინული ამოცანების ავტომატიზაცია მენეჯერებისთვის და რაც მთავარია გაზარდონ გაყიდვები. შესაბამისად, SOFTICO-ს ჰქონდა მოთხოვნა Binotel IP ტელეფონის ახალ სისტემასთან მაღალი ხარისხის ინტეგრაციაზე.
მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა CRM ველიდან ზარების შექმნაზე ერთი დაწკაპუნებით. SOFTICO-ს გუნდი ამ ფუნქციის ინტეგრაციისთვის რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა. სამწუხაროდ, თითოეული მათგანის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილება საჭიროებდა არაერთ დამეტბით ნაბიჯს ზარების დასაწყებად, რაც პროცესს უფრო ართულებდა. კომპანიას სურდა, რომ მენეჯერები ყოფილიყვნენ მაქსიმალურად პროდუქტიულები და არ დაეკარგათ დრო სხვადასხვა ჩანართებსა და არასაჭირო ქმედებებს შორის მანევრირებაში. კომპანიას სურდა, ფუქნცია, რომლის გამოყენებითაც სპეციალისტი უბრალოდ შევიდოდა მისთვის საჭირო ობიექტში და ტელეფონის ნომერზე დაკლიკებით განახორციელებდა ზარს, რომლის განხორციელების საშუალებასაც იძლევა SMART Connector for Binotel. ეს მოსახერხებელი ფუნქცია მომხმარებლებს უადვილებს სამუშაოს. ახლა მენეჯერს შეუძლია სწრაფად მოძებნოს საჭირო კონტაქტი ტელეფონის ნომრის ხელით შეყვანით და ერთი დაწკაპუნებით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ზარის ჩანაწერის ნახვის და მისი მოსმენის ან სხვა სპეციალისტისთვის გადაგზავნის შესაძლებლობა ერთი სამუშაო გვერდზე. რა თქმა უნდა, საუბრის ჩანაწერის მენეჯმენტს სხვა ინტეგრატორებიც უზრუნველყოფენ, თუმცა მხოლოდ SMART business-ის გადაწყვეტილება იძლევა მსგავსი მოქმედების შესრულების შესაძლებლობას ერთი სამუშაო ფანჯრის ფარგლებში, სხვაზე გადასვლის გარეშე.
გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა, რომ მიიღოთ სისტემის უფასო დემო ახლავე, მოითხოვეთ დემო
SOFTICO ზრუნავს მენეჯერების რუტინული სამუშაოს შემცირებაზე, რათა მათ მეტი დრო ჰქონდეთ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის. ამის გათვალისწინებით, გაჩნდა კიდევ ერთი, ბილეთების შექმნის და დაკარული ზარების მონიტორინგის საჭიროება.
ახლა ჩვენთან კონფიგურაცია ისეა აწყობილი, რომ ყოველი ზარის განხოცრიელებისას ავტომატურად იქმნება ბილეთი. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ ჩვენი კომუნიკაცია მომხმარებლებთან/პარტნიორებთან და კონსულტაცია გავუწიოთ ყველას. ანუ, დაკარგული ზარის არსებობის შემთხვევაში აქტიურდება ავტომატიზაციის პროცესი – მენეჯერი იღებს შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით, თუ შეტყობინება არ დამუშავდება, მენეჯერი მალე მიიღებს შეხსენებებს Teams-ში. თუ ნახევარი საათის შემდეგ ზარზე არ მოხდა რეაგირება, შეტყობინება ეგზავნება ხელმძღვანელს. ამრიგად, Binotel-ისთვის SMART Connector-ის ინტეგრაცია გვეხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ უპასუხო ზარების რაოდენობა.
SMART business-ის გუნდმა გაითვალისწინა მომხმარებლის ყველა საჭიროება და უზრუნველყო გადაწყვეტილების მაღალი ხარისხის ინტეგრაცია, რამაც გააუმჯობესა SOFTICO-ს მომხმარებელთა მომსახურების დონე. ზემოაღნიშნული უპირატესობების გარდა, SMART Connector for Binotel ინტეგრაციამ Dynamics 365 Sales-თან ერთად უზრუნველყო შემდეგი:
მიიღეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა SMART კონექტორებით – დამატებითი გადაწყვეტილება თქვენი CRM სისტემის თანამედროვე აპლიკაციებთან, სერვისებთან და არხებთან ინტეგრირებისთვის მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის:
SMART Connector for Binotel დაკავშირება განხორციელდა SOFTICO-ს გუნდის ბიზნეს პროცესების მიგრაციისას ძველი CRM სისტემიდან Dynamics 365 Sales-ზე. რა თქმა უნდა ახალთან შეგუება ყოველთვის დროს მოითხოვს. პირველ ეტაპზე მენეჯერებს ბევრი კითხვა ჰქონდათ სისტემასთან მუშაობის შესახებ. მაგრამ ეს არ იყო SOFTICO-ს პირველი მიგრაცია გაუმჯობესებისა და ინოვაციების მიმართულებით, შესაბამისად გუნდს უკვე ჰქონდა ადაპტაციის გეგმა. გარდა ამისა, თავის მხრივ, კომპანიამ შეიმუშავა შიდა მომხმარებლის სახელმძღვანელო ახალი CRM სისტემისთვის და SMART Connector for Binotel, რათა გადასვლის პროცესი გამარტივებულიყო. აღსანიშნავია, რომ Binotel IP ტელეფონის კონექტორის შემუშავებისას SMART business-ის გუნდმა იზრუნა, ინტეგრაციის პროცესის მაქსიმალურ კომფორტზე და მოსახერხებელი გარემოს შექმნაზე. ეს გამოიხატება იმაში, რომ გადაწყვეტილებას აქვს:
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, SMART Connector for Binotel ინტეგრაცია SOFTICO CRM სისტემასთან მითითებულ ვადებში წარმატებით შესრულდა და პირველმა შედეგებმაც არ დააყოვნა:
SOFTICO ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციას, რითიც ქმნიდა მომსახურების ხარისხის მაღალ სტანდარტს. ჩვენ არასდროს გვქონია პერიოდები ბევრი დაკარგული ზარის ან ხანგრძლივი დამუშავების დროის, მიუხედავად ამისა, ომმა თავისი კორექტირება შეიტანა კომპანიის დღის წესრიგში და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა მაჩვენებლები არა მხოლოდ სათანადო დონეზე შეგვენარჩუნებინა, არამედ მოგვეხერხებინა მათი გაუმჯობესებაც. თუ ციფრებზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა ავღნიშნოთ, რომ 2022 წელს დაფიქსირდა 232 დაკარგული ზარი. საშუალო პასუხის დრო იყო 1 წუთი 32 წამი. შედარებისთვის, ახალი CRM სისტემის დანერგვისა და SMART Connector for Binotel ინტეგრაციის შემდეგ – 2023 წლისთვის და 2024 წლის დასაწყისისთვის – დაკარგული ზარების რაოდენობა 64-მდე შემცირდა. საშუალო რეაგირების დრო კი 25 წამია. ეს მაშინ როდესაც ლიდების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ტენდენციაა.
ამჟამად SOFTICO-ს მენეჯერები დღეში საშუალოდ 90 ზარს ახორციელებენ. სამუშაო დატვირთვა შესაძლოა სამჯერაც კი გაიზარდოს, რაც დამოკიდებულია კომპანიის ვებინარებზე ან სხვა მარკეტინგულ აქტივობებზე. ამავდროულად, SMART business-ის გადაწყვეტილება შესანიშნავად ართმევს თავს ყველა მოცულობას და მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის, რომელიც დაკავშირებულია SOFTICO-ს მასშტაბირებასთან.
როგორც ვხედავთ, SMART Connector for Binotel ინტეგრაცია Dynamics 365 Sales-თან მნიშვნელოვან სარგებელს უზრუნველყოფს მომხმარებელთა მომსახურებისთვის, სადაც კომპანიები ცდილობენ გააუმჯობესონ ბიზნეს პროცესები და კომუნიკაციის ხარისხი როგორც პარტნიორებთან, ასევე მომხმარებლებთან. ბოლო ეჭვების გასაქრობად, გაგიზიარებთ რამდენიმე დამაჯერებელ არგუმენტს, თუ რატომ არის მომგებიანი კონექტორის ინტეგრაცია SMART business-თან:
ყველა ეს ფაქტორი ერთად ხელს უწყობს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის ეფექტურობის გაუმჯობესებას. საბოლოო ჯამში ეხმარება ბიზნესის ზრდას და პოზიციების განმტკიცებას ბაზარზე.
SMART Connector for Binotel დანერგვა SOFTICO-სა და SMART business შორის არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ IT კომპანიას შორის სინერგიით შექმნას წარმატებული გადაწყვეტილება, რომელიც აუმჯობესებს ბიზნესის ეფექტურობას და ეხმარება უკეთესი სერვისის მიწოდებაში, რაც უზრუნველყოფს საიმედოობას ყოველ კლიენტთან ურთიერთობისას.

ახლა, როდესაც SMART Connector for Binotel ინტეგრაცია დასრულდა, SOFTICO-ს გუნდი გვიზიარებს ღირებულ რჩევებს საკუთარი იმპლემენტაციის რეტროსპექტივიდან:
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალი CRM სისტემის ან IP ტელეფონის კონექტორის არჩევისას, გირჩევთ, სწრაფად გადახვიდეთ პროდუქტის ტესტირებაზე. თითოეულ ეტაპზე შეაგროვეთ უკუკავშირი კომპანიის თანამშრომლებისგან, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ იმპლემენტაციასთაბ: რა არ არის მოსახერხებელი და რა არის მიუღებელი. კომპლექსური უკუკავშირი იქნება ყველაზე ღირებული ინფორმაცია როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ინტეგრაციის პარტნიორისთვის. სწორედ ასე ავაგეთ პროცესი SMART business-ის გუნდთან ერთად, რომელიც ყოველთვის უზრუნველყოფდა მაღალხარისხიან და დროულ ტექნიკურ მხარდაჭერას, ღია იყო წინადადებებისთვის და დაგვეხმარა ყველა საჭირო კორექტირების შეტანაში.
მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ყურადღება მიაქციოს კომპანიის დამხმარე კომპონენტს, რომელიც ჩართული იქნება ახალი გადაწყვეტილებების დანერგვაში ან ინდივიდუალური ინსტრუმენტების ინტეგრირებაში. ყოველივე ამის შემდეგ, რამდენად სწრაფად მოხდება თანამშრომლების ადაპტაცია და იმპლემენტაციის მუშაობა თქვენს სასარგებლოდ, დამოკიდებულია პარტნიორის მხარდაჭერის ეფექტურობასა და ხარისხზე. რადგან დღეს დრო ძალიან ღირებული რესურსია არასტაბილურ თანამედროვე ბაზარზე, სადაც ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
SMART business-ის გუნდი, პირველ რიგში, თავისი მომხმარებლების წარმატებაზეა ორიენტირებული. კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ტექნიკურ მხარდაჭერას, არამედ სტრატეგიულ კონსულტაციებს, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს მიაღწიოს სასურველ შედეგებს რაც შეიძლება სწრაფად. SMART Connector for Binotel ინტეგრაციის წარმატება SOFTICO-სთვის ამის თვალსაჩინო მაგალითია!
ნუ დააყოვნებთ და ახლავე დაიწყეთ ძლიერი ბიზნეს კავშირების შექმნა SMART Connectors ინსტრუმენტების გამოყენებით.