დემო ვერსია

Forrester-ის თანახმად პროფესიონალი დეველოპერებისთვის Low-code პლატფორმებს შორის Microsoft Power Platform ლიდერობს

როგორც Microsoft-ის პარტნიორი, რომელიც Microsoft Power Platform-ზე დაფუძნებულ პერსონალიზებურ გადაწყვეტილებებს ქმნის (SMART CRM) მოხარული ვართ, რომ Forrester-ის მიერ ეს ტექნოლოგია დეველოპერებისთვის საუკეთესო Low-code პლატფორმად არის აღიარებული.

რეპორტში აღნიშნულია პლატფორმის ინოვაციურობა და უნიკალური მიდგომა პროფესიონალი დეველოპერებისა და მომხმარებლების გაერთიანების მიზნით:

«პლატფორმის, როგორც უნივერსალური განვითარების ინსტრუმენტების ხედვა, პროფესიონალი და დამოუკიდებელი დეველოპერების მთელი სპექტრისთვის, რომლებიც ერთად მუშაობენ, სანდო და შეუდარებელია».

Microsoft აგრძელებს წინსვლას პროცესების ინოვაციებით, როგორიცაა:

მართვა AI-ით

უახლესი მრავალმილიარდიანი ინვესტიცია Open AI-ში ხაზს უსვამს Microsoft-ის კონცენტრაციას AI-ის განმოყენებით low-code განვითარებაზე. კომპანიას აქვს წვდომა წამყვან LLM-ზე (Large Language Model) და აწვდის Chat GPT მოდელებს 2021 წლიდან, გარდა GPT-ზე დაფუძნებული Copilot-ის ახალი შესაძლებლობებისა, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. Copilot ახლა ხელმისაწვდომია Power Apps-ში, Power Automate-ში, Power Virtual Agents-სა და Power Pages-ში. AI ინსტრუმენტებით Copilot-ში მომხმარებლებს შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ თავიანთი სამუშაოს საუკეთესო ნაწილებს და ნაკლები დრო დახარჯონ რუტინულ ამოცანებზე.

პროცესის ინოვაციის ტემპის დაჩქარება დეველოპერებისთვის

დეველოპერები ინოვაციური სტრატეგიის ეპიცენტრში არიან. Power Platform წარმოადგენს ინსტრუმენტთა ნაკრებს პროფესიონალებისთვის, რომელიც გვთავაზობს პროდუქტიულობის უმაღლესი დონის უზრუნველყოფას UX-ის, მონაცემებისა და პროცესების ავტომატიზაციის გაერთიანებით. პლატფორმაზე მრავალჯერადი გამოყენების კომპონენტები ნებისმიერი სირთულის აპლიკაციების შესაქმნელად შეიძლება გაერთიანდეს, შემცირდეს დრო იდეიდან აპლიკაციამდე და ტექნიკური მომსახურების გრძელვადიანი ღირებულება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების გაერთიანება მენეჯმენტითა და კოლაბორაციით

Power Platform უზრუნველყოფს პროფესიონალი დეველოპერების პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და საშუალებას აძლევს ადამიანების უფრო ფართო სპექტრს გახდნენ ამ პროცესის ნაწილი. ეს შესაძლებელია ისეთი ინოვაციური ფუნქციონალის გამოყენებით, როგორიცაა co-presence, თანაავტორობა რეალურ დროში და Office-style კომენტარები low-code დეველოპერებისთვის, რაც ხელმისაწვდომი გახდა ძირითადი ტექნოლოგიის კოლაბორაციის გამოყენებით Microsoft 365-ში.

გასულ წელს, Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ განაცხადა:

«Power Platform დომენის ექსპერტებისთვის ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციისა და პროდუქტიულობის წამყვანი კომპლექტი გახდა ყველა ინდუსტრიისთვის. Power Platform-ის შემოსავალმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 72%-ით მეტია».

პლატფორმის ყოველთვიურ მომხმარებელთა რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

ვამაყობთ, რომ როგორც Microsoft-ის პარტნიორებს საკუთარი გადაწყვეტილებების შექმნა საუკეთესო Low-code პლატფორმაზე – Microsoft Power Platform-ზე შეგვიძლია და მოხარული ვართ, რომ საუკეთესო პროდუქტების გამოყენებით მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაში საკუთარი წვლილი შეგვაქვს.

გაიგეთ მეტი ოფიციალურ გვერდზე.

mail
SMART CRM
Cookies

We use cookies to improve your web experience, display personalized content and analyze traffic. By clicking «Accept All», you agree to their use. To manage your settings, click Settings. Learn more about the use of cookies in the privacy policy.

Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes
Analytics
Analytical purposes are used to measure traffic and optimize content.