დემო ვერსია

როგორ ეხმარება Microsoft CRM გადაწყვეტილებები BROCARD-ს პერსონალიზებული მიდგომის უზრუნველყოფაში 1,8 მილიონი მომხმარებლისთვის

Brocard плашка для сайту 2x

BROCARD

ქვეყნის უმსხვილესი ძვირადღირებული პარფიუმერული და კოსმეტიკური ქსელი. კომპანია ამარაგებს 70 მაღაზიას უკრაინის 20 ქალაქში და მომსახურებას უწევს დაახლოებით 1,8 მილიონ მომხმარებელს.

  • ინდუსტრია: საცალო ვაჭრობა
  • თანამშრომლები: 1000+ 
  • ქვეყანა: უკრაინა
  • საიტი: brocard.ua
პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები Dynamics 365: Sales, Customer Insights Journeys, Customer Insights Data, Customer Voice, Customer Service); SMART Connector for GMS

BROCARD-ს შეუძლია იამაყოს როგორც პრემიუმ პარფიუმერიის ბრენდების საუკეთესო პორტფოლიოთი, ასევე მრავალრიცხვოვანი ლოიალობის ბაზით. დაახლოებით ორი მილიონი უკრაინელი რეგულარულად სტუმრობს კომპანიის მაღაზიებს ქვეყნის 20 ქალაქში ძვირადღირებული სუნამოების ან კოსმეტიკური საშუალებების შესაძენად.

ამდენ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება მარტივი საქმე არაა, შესაბამისად კომპანიის მენეჯმენტი შეუდგა ინოვაციურ გადაწყვეტილებების ძებნას, რომლებიც უზრუნველყოფდნენ არამარტო კომპლექსურ და პერსონალიზებულ კომუნიკაციას არსებულ მომხმარებლებთან, არამედ ახალი მომხმარებლების მოზიდვას.

SMART business-ის გუნდმა ქსელს ამბიციური პროექტის განხორციელების იდეა შესთავაზა – მარკეტინგული ეკოსისტემა Dynamics 365 პლატფორმის გადაწყვეტილებების სპექტრიდან.

BROCARD-თან სხვა სფეროებში გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგად ეს წინადადება კოლაბორაციის მორიგი ლოგიკური ნაბიჯი აღმოჩნდა. SMART business-ის ექსპერტიზამ და მიერ შემოთავაზებული პროდუქტების ფუნქციონალმა, უზრუნველყო ქსელის ტოპ მენეჯმენტის მიერ შემდეგი გადაწყვეტილებების ნაკრების იმპელემნტაცია:

  1. Dynamics 365 Sales
  2. Dynamics 365 Customer Insights Journeys
  3. Dynamics 365 Customer Insights Data
  4. Dynamics 365 Customer Voice
  5. Dynamics 365 Customer Service
  6. SMART Connector for GMS

Connector for GMS, SMART business-ის გუნდის მიერ შექმნილი SMART CRM პლატფორმის ნაწილია. ასეთი კონექტორი ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია მილიონობით მომხმარებელთა ბაზის მქონე ჯაჭვისთვის, რადგან ის საშუალებას გაძლევთ დააკონფიგურიროთ და გაგზავნოთ როგორც მასშტაბური, ასევე სხვადასხვა SMS ან Viber კამპანიები და გააანალიზოთ შედეგები პირდაპირ სისტემაში.

შეკვეთა

გამოაგზავნეთ მოთხოვნა, რომ მიიღოთ სისტემის უფასო დემო ვერსია

საინტერესო ფაქტი: BROCARD ქსელი გახდა პირველი კომპანია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელმაც დანერგა Microsoft Dynamics 365 Customer Insights Data.

რა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს ახალი გადაწყვეტილებები?

ეფექტური მარკეტინგისთვის, მომხმარებელთან პერსონალიზებული დიალოგის წარმართვის უნარი გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. არსებული ინსტრუმენტები ქსელს ასეთ შესაძლებლობას არ აძლევდა. მომხმარებელთა მონაცემები ინახებოდა მრავალ Excel-ის ცხრილებში და არ არსებობდა ერთიანი კონსოლიდირებული მონაცემთა ბაზა.

შესაბამისად შეუძლებელი იყო რთული დეტალური სეგმენტების კონფიგურაცია და მომხმარებლის უნიკალური 360° პროფილების შექმნა.

შედეგად, უკიდურესად რთული იყო ეფექტური ქმედებების განხორციელება მომხმარებელთა ლოიალობის ზრდის მიზნით. გარდა ამისა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია გადანაწილებული იყო სხვადასხვა სისტემებზე, რაც საგრძნობლად ართულებდა მარკეტინგის დეპარტამენტის მუშაობას. ეს პრობლემა ყველა პროცესის Dynamics 365 Customer Insights Journeys-ზე გადატანით მოგვარდა.

ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო მომხმარებელთა ბაზის და მისი დეტალური სეგმენტაციის კონსოლიდაცია, რაც საშუალებას მოგვცემდა ვკონცენტრირებულიყავით კონკრეტულ მიკროსეგმენტებზე და გვეწარმოებინა პერსონალიზებული კომუნიკაცია. გარდა ამისა, საჭირო იყო მონაცემთა ბაზის ზრდა პოტენციური კლიენტების მონაცემების შეგროვებით სხვადასხვა წყაროდან და ერთიან სისტემაში ინტეგრირებით.

ოქსანა მედვედევა
იმპლემენტაციის პროექტის მენეჯერი, BROCARD

Customer Journey

Visual real-time customer journey designer in Dynamics 365 Customer Insights Journeys

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ართულებდა თანამშრომლების ეფექტურად მუშაობას, იყო ხელით შესასრულებელი სამუშაოს დიდი რაოდენობა. მარკეტინგული გადაწყვეტილებების ეკოსისტემის დანერგვამ ასევე გადაწყვიტა მომხმარებელთა ურთიერთქმედების პროცესების ავტომატიზაციის საკითხი. ერთის მხრივ, ეს საშუალებას აძლევს თანამშრომლებს თავი დააღწიონ რუტინის მნიშვნელოვან რაოდენობას და კონცენტრაცია მოახდინონ უფრო კრეატიულ ამოცანებზე, ხოლო მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილების ხარისხს. ის ასევე უზრუნველყოფს მომხმარებელთა ქმედებებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას, მათ შორის ტრაფიკის გამომწვევ მოვლენებზე. და, ამრიგად, აუმჯობესებს მომხმარებელთა ქცევას და ეფექტურად აყალიბებს ლოიალურ დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ.

შეკვეთა

რატომ აირჩია BROCARD-მა SMART business?

მიზეზი, რის გამოც BROCARD-მა ჩვენ აირჩია, უპირველეს ყოვლისა იყო Customer Insights Data, რომელმაც შესაძლებელი გახადა მომხმარებელთა ბაზის სეგმენტირება უფრო მოქნილი და დეტალური გზით, სხვა გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით ბაზარზე. მან ასევე უზრუნველყო უკეთესი მომხმარებლის პროფილის შექმნა სხვადასხვა სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე შეესწავლათ იგი სხვადასხვა სეგმენტში მოსახერხებელი ჩაშენებული დეშბორდების გამოყენებით: გააენალიზებინათ კომპანიასთან ურთიერთობის ისტორია, ქცევითი სცენარები, კომუნიკაციის შედეგები და ა.შ.

Customer Insights-ის დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მომხმარებლების სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემები, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ქცევითი ფაქტორები, როგორიცაა საშუალო მიღება, შესყიდვების სიხშირე, რეაქცია ჩვენს შეტყობინებებზე, საყვარელი მაღაზია და ბრენდის პრეფერენციები. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების დამოკიდებულება ჩვენი ლოიალობის პროგრამის მიმართ: რამდენად საინტერესოა ეს მათთვის და ვიღებთ თუ არა მოსალოდნელ ეფექტს.

ანტონინა ოგანჯანიანი
BROCARD-ის მარკეტინგის დირექტორი

Customer Insights Data

Dynamics 365 Customer Insights მონაცემები აერთიანებს ყველა ტრანზაქციის, დემოგრაფიულ და ქცევის მონაცემებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის ჰოლისტიკური ხედვა

იმპლემენტაციის საწყის ეტაპზე კომპანია თავის აუდიტორიასთან ერთჯერადი კომუნიკაციიდან გადავიდა უფრო ეფექტურ ინტეგრირებულ მეთოდზე, რომელიც დაფუძნებულია Customer Journey Map-ის შექმნაზე. შეიქმნა Omnichannel ავტომატიზირებული სკრიპტები მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის. სწორედ აქ ვიყენებთ SMART Connector for GMS, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავუშათ SMS და Viber კამპანიები საფოსტო გზავნილების შემდგომი ანალიზით.

შეკვეთა

მომხმარებლებთან კიდევ უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის და შესყიდვების განხორციელების დამატებითი მოტივაციისთვის შეიქმნა ავტომატური რეაგირება სხვადასხვა მოვლენებზე. მაგალითად, მომხმარებლის გარკვეულ ქმედებებზე საიტზე, თუ კლიენტის დაბადების დღე ახლოვდება ან მას ძალიან ცოტა ბონუს ქულა აქვს დარჩენილი, რათა გადავიდეს ლოიალობის პროგრამაში უფრო მაღალ დონეზე, სისტემა ავტომატურად უგზავნის მათ შეტყობინებას წამახალისებელი შეთავაზებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც BROCARD-ს საშუალებას აძლევს უკეთ შეისწავლოს არსებული და პოტენციური მომხმარებლები და მართოს მათი ლოიალობა, არის ჯაჭვის შესახებ უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი. ის განხორციელდა Dynamics 365 Customer Voice მოდულის დახმარებით. ეს მოდული საშუალებას გაძლევთ სწრაფად დაამუშაოთ გამოკითხვების შედეგები, მათ შორის უარყოფითი გამოხმაურებაზე სწრაფი რეაგირება. პროცესების ავტომატიზაციამდე ასეთი ამოცანები ხელით სრულდებოდა, რასაც დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდებოდა.

BROCARD-ის ქსელი იყო პირველი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელმაც დანერგა Microsoft-ის ინოვაციური გადაწყვეტილება – Dynamics 365 Customer Insights Data. ჩვენ მადლობელი ვართ იმისთვის, რომ აგვირჩიეთ იმპლემენტაციის პარტნიორად, რამაც საშუალება მოგვცა დაგვედასტურებინა ჩვენი კომპეტენცია ბიზნეს გადაწყვეტილებების ამ სფეროში. პროექტის მახასიათებლებს შორის მინდა აღვნიშნო არასტანდარტული Viber და SMS არხების გამოყენება Customer Insights Journeys პროდუქტისთვის ადგილობრივი პროვაიდერის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფილია ჩვენივე განვითარების მიერ – SMART Connector for GMS.

დენის შევჩუკი
ბიზნეს განვითარების მენეჯერი, SMART business
შეკვეთა

შუალედური შედეგები და შემდგომი განვითარების გეგმები

იმპლემენტაციის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ახალმა გადაწყვეტილებმა უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები. კომპანიამ შექმნა ერთიანი მომხმარებელთა ბაზა. შესაძლებელი გახდა რთული სეგმენტების შექმნა, რამაც საშუალება მისცა BROCARD-ს ეფექტურად დაეწყო პერსონალიზებული ურთიერთქმედება ქსელის მრავალრიცხვოვან აუდიტორიასთან.

SMART business-ის გუნდის მხარდაჭერით კომპანია აპირებს კიდევ უფრო განავითაროს თავისი IT ეკოსისტემა. კომპანია გეგმავს მანქანური სწავლების ალგორითმების დანერგვას მომხმარებელთა ქცევის ტენდენციების დასადგენად, მობილური აპლიკაციის გაშვებას და ლოიალობის პროგრამის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, მუშავდება Microsoft Power BI მოდულის დამატებები, რათა დაეხმაროს მომხმარებელთა მონაცემების უფრო ეფექტურად ანალიზს და შედეგების გამოყენებას სტრატეგიული მარკეტინგული გადაწყვეტილებების მისაღებად.

მოხარული ვარ, რომ Brocard-ის გუნდი რეგულარულად იყენებს პროგრესულ პლატფორმებს პროცესებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, Brocard არის მისაბაძი მაგალითი მრავალი უკრაინული ბიზნესისთვის.

მოხარული ვარ, რომ Brocard-თან და Microsoft-თან ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ გადაწყვეტილებების იმპელემტაცია მშფოთვარე აწმყოს ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად.

კირილ რუდნევი
თანადამაარსებელი და მმართველი პარტნიორი, SMART business

თუ თქვენ ეძებთ ინოვაციურ IT სისტემებს თქვენი ბიზნეს პროცესების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, მოითხოვეთ კონსულტაცია SMART business-ის ექსპერტებთან. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებს და შემოგთავაზებთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს.

შეკვეთა

დეტალური ინფორმაცია SMART business-ის გადაწყვეტილებებისა და სერვისების შესახებ

მოითხოვეთ დემო ვერსია
Index
0%
mail