დემო ვერსია

მიგრაცია და ოპტიმიზაცია: როგორ გააუმჯობესა AQUA PLUS-მა შეკვეთების დამუშავება SMART Order Management-ის გამოყენებით

SMART_CRM_Aquaplus_730x265

AQUA PLUS

კომპანია გთავაზობთ მომსახურების სრულს სპექტს: წყლის ფილტრების და წყლის გამწმენდი სისტემების მონტაჟი, შეკეთება, შეცვლა.

  • ინდუსტრია: პროფესიონალური მომსახურება
  • თანამშრომლები: 30
  • ქვეყანა: უკრაინა
პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები SMART Order Management, SMART Connector for GMS

AQUA PLUS არის საოჯახო ბიზნესი, რომელსაც მნიშვნელოვანი მისია აკისრია: უზრუნველყოს სუფთა წყალი თითოეული ოჯახისთვის და ამავდროულად დაეხმაროს ქვეყანაში წყლის მოხმარების კულტურის ჩამოყალიბებას. კომპანია უზრუნველყოფს წყლის გამწმენდი სისტემების მონტაჟს, ტექნიკურ და რეკონსტრუქციის მომსახურებას. ის არის ლიდერი წყლის დამუშავების მიმართულებით დასავლეთ უკრაინაში და ფილტრების წამყვანი მწარმოებლის, Ecosoft RPA-ის ოფიციალური პარტნიორი.

კომპანია გამუდმებით ცდილობდა გაეუმჯობესებინა თავისი მომსახურების ხარისხი. შედეგად, მადლიერი კლიენტების რიცხვი სწრაფად გაიზარდა. მრავალრიცხვოვანი მომხმარებლებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად მენეჯმენტი დამატებითი ინსტრუმენტების საჭიროებაზე დაფიქრდა. გარკვეულ მომენტში, გართულდა კლიენტების დავალებების მთელი დიაპაზონის კონტროლი: მაგალითად, უკვე დაყენებულ სისტემებში ფილტრის კარტრიჯების შეცვლა.

შესაბამისად გაჩნდა იდეა CRM-ის საჭიროების შესახებ. კომპანიამ გადაწყვიტა Bitrix24-ის დანერგვა და მიმართა სხვადასხვა კონტრაქტორებს, გამოყო საკმაოდ დიდი თანხები, თუმცა უშედეგოდ – მათ ვერ იპოვეს სპეციალისტების პროფესიონალური გუნდი, რომელიც დაეხმარებოდა მათ პროდუქტის კონფიგურაციაში – კომპანიამ ვერ შეძლო სისტემის სრულად მორგება საკუთარ ბიზნესის საჭიროებებზე. გარდა ამისა, არ იყო დარწმუნებული, რომ სისტემაში არსებული მონაცემები საკმარისად იქნებოდა დაცული.

ახალი სისტემის ძიების სირთულეები და მოთხოვნები

ახალი პროდუქტის ძიებაში კომპანიამ აღმოაჩინა, რომ სტანდარტული CRM სისტემიების შესაძლებლობები არ იყო საკმარისად ფართო AQUA PLUS-ის პროცესებისთვის.

გარდა ამისა, კონტრაქტორები ვერ უზრუნველყოფდნენ მონაცემთა სრული მიგრაციის გარანტიას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა მონაცემის მიგრაცია წინა სისტემიდან- მომხმარებლების ბაზა და მათთან ურთიერთობის ისტორია.

შეკვეთა

კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირობა იყო ასევე იმ პარტნიორის ექსპერტიზა, რომელიც ჩართული იქნებოდა იმპლემენტაციის პროცესში.

ჩვენ ვეძებდით კომპანიას, რომელსად არა მხოლოდ ექნებოდა პროდუქტი მძლავრი ფუნქციონალით, არამედ ეყოლებოდა საკმარისად კვალიფიციური გუნდი, რომელიც შეძლებდა გადაწყვეტილების მორგებას ჩვენს მოთხოვნებზე. ჩვენ ვართ ძალიან კრეატიული და ინოვაციური კომპანია, ამბიციური მიზნებითა და ზრდის სურვილით. გვაქვს მაღალი სტანდარდები და იგივეს ველით ჩვენი პარტნიორებისგან. SMART business უდაოდ ის პროფესიონალთა გუნდია, რომლებიც მზად არიან გულისყურით მოუსმინონ თქვენს მოთხოვნებს და ზედმიწევდნით შეასრულონ თქვენი მოთხოვნები.

ტეტიანა ლუხოვსკა
დირექტორის მოადგილე, AQUA PLUS

ახალი სისტემის ძიების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები იყო შემდეგი:

  • პროფესიონალი პარტნიორების გუნდი, რომელიც ზედმიწევნად იგებს მოთხოვნებს,
  • მონაცემთა საიმედო და უსაფრთხო შენახვა,
  • გადაწყვეტილების მარტივად გამოყენება მენეჯერებისთვის,
  • გაფართოებული ფუნქციონალის და პერსონალიზაციის შესაძლებლობები,
  • რეპორტინგის პერსონალიზაციის უნარი მენეჯერების მუშაობის გასაანალიზებლად,
  • ძველი სისტემიდან მონაცემების სრული მიგრაციის შესაძლებლობა.

ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებულმა დემონსტრაციამ დაარწმუნა AQUA PLUS-ის მენეჯმენტი, რომ SMART Order Management საუკეთესოდ დააკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას.

ბაზრის ლიდერების სტრატეგია ეფუძნება მუდმივ განვითარებას და ბიზნეს პროცესების დაჩქარების ახალი გზების აღმოჩენას. ჩვენ გვჯერა, რომ AQUA PLUS-მა მიაღწია თავის მიზნებს ჩვენი SMART Order Management გადაწყვეტილების არჩევით. ჩვენი ღირებულებები გულისხმობს სწრაფვას, შევქმნათ უკეთესი პირობები და უზრუნველვყოთ მძლავრი ინსტრუმენტები ეფექტური მუშაობისთვის. ამიტომ, სხვა საკითხებთან ერთად, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა.

დენის შევჩუკი
ბიზნესის განვითარების მენეჯერი, SMART business
შეკვეთა

გადაწყვეტილების ეფექტური პრეზენტაციის მიუხედავად, კომპანიას ჰქონდა გარკვეული ეჭვები მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. პროდუქტის ხარისხი იყო უფრო მაღალი, ვიდრე წინა სისტემის, თმცა მოითხოვდა უფრო დიდ ყურადღებას და პასუხისმგებლობას.

ჩემთვის Bitrix24-დან SMART Order Management-ზე გადასვლა გარკვეულწილად ჰგავს ველოსიპედის თანამედროვე მანქანით შეცვლას. რა თქმა უნდა, ეს არის უფრო კომფორტული, სწრაფი, მოსახერხებელი, მაგრამ ამავე დროს “სერიოზული” გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს უფრო პასუხისმგებლიან მენეჯმენტს და პროგრამულ უზრუნველყოფას. მაგრამ რადგან ჩვენ არ გვეშინია ახალი გამოწვევების, პირიქით გადავწყივეთ გამოვცადოთ მათი შესაძლეობლბები.

ტეტიანა ლუხოვსკა
დირექტორის მოადგილე, AQUA PLUS

მიღწეული მიზნები და გეგმები

ახლა AQUA PLUS-ის გუნდი წარმატებით ითვისებს გადაწყვეტილების ფუნქციონალს. ძველი სისტემიდან ყველა პროცესი გადავიდა ახალზე მაგალითად კლიენტების შესახებ სრული ინფორმაცია: არა მხოლოდ მათი მონაცემები, არამედ მთელი კომუნიკაციის ისტორია, მათ შორის ფოტოები და კომენტარები.

ვინაიდან კლიენტის მონაცემები ახლა ინახება სტრუქტურირებულად ერთ გარემოში, მასთან მუშაობა უფრო მოსახერხებელი გახდა. გარდა ამისა, კომპანია ახლა დარწმუნებულია, რომ ყველა მონაცემი საიმედოდ არის დაცული Microsoft-ის უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით.

SMART Order Management-ის გამოყენებით გაუმჯობესდა შეკვეთების დამუშავება და განხორციელდა ავტომატიზაცია. თანამშრომლებს ახლა გაცილებით ნაკლები დრო და ძალისხმევა სჭირდებათ რუტინული პროცესებისთვის და შესაბამისად მათ აქვთ მეტი შესაძლებლობა კლიენტებთან ურთიერთობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

SMART Order Management-ის გარდა, კომპანიამ ასევე დანერგა SMART Connector for GMS. შედეგად შესაძლებელი გახადა კლიენტებთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია მასობრივი და გააქტიურებული SMS და Viber გზავნილების გამო, შედეგების ანალიზის შესაძლებლობით.

შეკვეთა

ამ პროექტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ არსებული სისტემის ჩანაცვლება, არამედ მომხმარებლისთვის მძლავრი ინსტრუმენტის მიწოდება, რომელიც მოქნილად მოერგებოდა კომპანიის პროცესებში ცვლილებებს. ჩვენი გადაწყვეტილებები აგებულია მოდულარობის პრინციპზე, რაც საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს გააფართოვოს სისტემის ფუნქციონალი მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად. ვთქვათ, თუ ხვალ მომხმარებელი გადაწყვეტს ჩატბოტის დაკავშირებას თავის პროცესებთან, ჩვენ გვაქვს მზა გადაწყვეტილება, რომლის გაშვებაც შესაძლებელია რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი მასშტაბურობაა, ამიტომ მომხმარებელს დამოუკიდებლად ან ჩვენი დახმარებით შეუძლია შეცვალოს ჩაშენებული პროცესები.

იანა კონონენკო
Senior CRM Consultant SMART business, Business Architect

SMART Order Management უკვე სრულად ფუნქციონირებს და წარმატებით გამოიყენება. თუმცა, AQUA PLUS-ის განვითარება და გაუმჯობესება უწყვეტი პროცესია. მომხმარებელთა გუნდს მუდმივად აქვს ახალი იდეები სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისთვის. პროექტში აქტიურად მონაწილეობენ კომპანიის მენეჯერები და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს ფუნქციონალის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. SMART business გუნდი უზრუნველყოფს ყველა იდეის სწრაფად განხორციელებას.

გადაწყვეტილების მოქნილობა შესაძლებელს ხდის მისი ელემენტების სრულყოფილად პერსონალიზაციას მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებზე. გეგმები მოიცავს, მაგალითად, დავალების ბარათის ინტერფეისის კორექტირებას, დეშბორდის შემდგომ პერსონალიზაციას ვიზუალური ანალიტიკისა და რეპოსტინგისთვის, ასევე გუნდში კომუნიკაციის პროცესების უზრუნველყოფას.

შეკვეთა

SMART Order Management საშუალებას გაძლევთ მოხერხებულად გაანაწილოთ დავალებები თანამშრომლებს შორის, აკონტროლოთ მათი შესრულება და სწრაფად გაცვალოთ ინფორმაცია. ზოგადად, AQUA PLUS-ის გუნდისთვის არსებული ფუნქციონალი უკვე სრულად აკმაყოფილებს მათ მოლოდინს.

თუ თქვენ ასევე გსურთ გააუმჯობესოთ კლიენტებთან მუშაობის ხარისხი წამყვანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით, მოითხოვეთ კონსულტაცია. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებს და შემოგთავაზებთ გადაწყვეტილებების ოპტიმალურ კომპლექტს.

დეტალური ინფორმაცია SMART business-ის გადაწყვეტილებებისა და სერვისების შესახებ

მოითხოვეთ დემო ვერსია
Index
0%
mail